„ახალგაზრდა აქტივისტები, ვისთან ერთადაც შეიძლებოდა ხეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გვეხმაურა, სულ 2-3 დავრჩით, დანარჩენებმა ხეობა დატოვეს და საქართველოდან წავიდნენ“, - ლუიზა მუთოშვილი, 30 წლის, პანკისის მკვიდრი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლისთვის, სირიასა და ერაყში, ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში, საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, ბოლო წლებში სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 32 პანკისელი ემსხვერპლა.