• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    გია ლორთქიფანიძეს 26 მაისის საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

    ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 10:26 view 5925
    გია ლორთქიფანიძეს 26 მაისის საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

    შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადის ათვლა  იმ მომენტიდან დაიწყება, როდესაც მას დააკავებენ.

    დაცვის მხარე გია ლორთქიფანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. როგორც ადვოკატებმა პროცესზე განმარტეს, ოდესის პოლიციის უფროსისთვის პატიმრობის შეფარდების არავითარი საფუძველი არ არსებობდა. მათ სასამართლოს ლორთქიფანიძის საქართველოში ჩამოსვლის მტკიცებულებად საქართველოს მიმართულებით 15 ოქტომბრისთვის ნაყიდი ავიაბილეთიც წარუდგინეს.

    ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ლორთქიფანიძის განცხადებაც წაიკითხა, სადაც ის წერს, რომ 15 ოქტომბერს იღებს სამსახურეობრივ შვებულებას და საქართველოში ჩამოდის. შემდეგ კი მზადაა გამოცხადდეს როგორც სასამართლოში, ისე საგამოძიებო ორგანოებში.

    საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

    გია ლორთქიფანიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით. პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილმა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა მის მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს დაავალა.

    გია ლორთქიფანიძეს უკავშირებენ 2012 წელს საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას, გაწვრთნასა და შეიარაღებას. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს პირდებოდნენ „კორიდორის“ მიცემას რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად, რასაც 2012 წლის 28 აგვისტოს, კახეთში, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება მოჰყვა. სპეცოპერაციის შედეგად მოხდა შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია, მათ შორის იყვნენ საქართველო მოქალაქე ეთნიკური ქისტებიც. ასევე დაიღუპა სპეცრაზმის 2 წევრი, სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი. დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძეც.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]