• თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება

    კვირა, 01 ნოემბერი 2020 20:32 view 3235
    ფოტოზე - გიორგი ბოტკოველი ფოტოზე - გიორგი ბოტკოველი

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 154 საარჩევნო უბნიდან ყველა დაითვალა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 47.26 % მიიღო (41 662 ხმა), გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა კი 40.43 % (35 645 ხმა). ამ მონაცემებით, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლში მეორე ტური გაიმართება.

    ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 3.8 % მიიღო (3 350 ხმა); პატრიოტთა ალიანსიდან იოსებ პარწიკანაშვილმა 2.98 % (2 625 ხმა); „ლელოდან“ ირაკლი ტალახაძემ 1.56 % (1 379 ხმა).

    „რომელი მეორე ტური, რომელი მანდატი, რომელი პროპორციული სია და პროცენტი? არაფრად გვიღირს არაფერი, მთავარი ღირებულება ის ადამიანები ხართ, ვინც მხარი დაუჭირა ოპოზიციურ კანდიდატებს. მათ ყველაფერს გაუძლეს, ყველაფერი გადალახეს, მაინც მივიდნენ და პოზიცია დააფიქსირეს. მე არაფრად მიღირს არც მაჟორიტარობა, არც სიით დეპუტატობა, მთავარი ღირებულება ის ადამიანები არიან, ვინც მხარი დაგვიჭირა. ამიტომ, მე მივმართავ ცესკოს და მის მთავრობას,

    მე არ ვაპირებ შევიდე იმ ფარსში, არ ვაპირებ გავხდე იმ სპეცოპერაციის მონაწილე, რომელიც ივანიშვილმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაატარა. მე არ მივიღებ მონაწილეობას მეორე ტურში

    არ შევალ პროპორციული სიით პარლამენტში და მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, არცერთი ხმა ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, სადაც ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს აპროტესტებს და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

    ცესკოს მონაცემებით (3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3843 უბნის მიხედვით) პროპორციული წესით „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.15 % აქვს, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას“ 27.13 %.

     

    პანკისის 5 უბნიდან 4 „ოცნებამ“ მოიგო, ომალო გაერთიანებულმა ოპოზიციამ

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]