• პანკისის ხეობის ექვსივე საარჩევნო უბანზე ირაკლი ქადაგიშვილმა გაიმარჯვა

    კვირა, 22 ნოემბერი 2020 00:53 view 2235
    პანკისის ხეობის ექვსივე საარჩევნო უბანზე ირაკლი ქადაგიშვილმა გაიმარჯვა

    პანკისის ხეობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი სერიოზული უპირატესობით დაამარცხა და ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო მოსახლეობის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო. 

    პანკისის სათემო რადიომ პირველადი მონაცემები მოიპოვა პანკისის ხეობის 6 საარჩევნო უბნიდან. 

    ომალოს 24-ე უბანზე რეგისტრირებული 821 ამომრჩევლიდან უბანზე მივიდა 304, რომელთაგან 270-მა პირმა ხმა მისცა ირაკლი ქადაგიშვილს, 17-მა გიორგი ბოტკოველს და 17 ხმა გაბათილდა. აღსანიშნავია, რომ 24-ე უბანი იყო ერთადერთი პანკისის ხეობის უბნებიდან, სადაც 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა ხმების უმრავლესობა მოიპოვა. 

    დუისის მე-5 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1058 ამომრჩევლიდან უბნებზე მივიდა 455, რომელთაგან ირაკლი ქადაგიშვილს ხმა მისცა 422-მა ამომრჩეველმა, გიორგი ბოტკოველს- 19, გაბათილდა 14 ბიულეტენი. 

    ხალაწნის მე-8 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 430 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობდა 188, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა მიიღო 177 ხმა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა - 10, ხოლო 1 ხმა გაბათილდა. 

    ჯოყოლოს 23-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1316 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობდა 366, რომელთაგან ირაკლი ქადაგიშვილს ხმა მისცა 284-მა ამომრჩეველმა, გიორგი ბოტკოველს მხარი დაუჭირა 42-მა ადამიანმა და გაბათილდა 40 ბიულეტენი. 

    დუისის 26-ე უბანზე  რეგისტრირებული 1218 ამომრჩევლიდან უბანზე მივიდა 461, რომელთაგან ირაკლი ქადაგიშვილს მხარი დაუჭირა 432-მა ამომრჩეველმა, გიორგი ბოტკოველს 20-მა და გაბათილდა 9 ბიულეტენი. 

    საკობიანოს 27-ე უბანზე რეგისტრირებული 1100 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 335-მა, რომელთაგან ირაკლი ქადაგიშვილს ხმა მისცა 287-მა ამომრჩეველმა, გიორგი ბოტკოველს - 38-მა და გაბათილდა 10 ბიულეტენი. 

    20:00 საათისთვის, მე-10 მაჟორიტარულ ოლქში 154 საარჩევნო უბანი დაიხურა, სადაც 153 576 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]