• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 3 645 საარჩევნო უბანი გაიხსნება

    პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 17:06 view 3193
    საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 3 645 საარჩევნო უბანი გაიხსნება

    საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის 8 ოქტომბერს საქართველოში სულ 3 645 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი იქნება.  55 უბანი გაიხსნება  საზღვარგარეთ, 40 ქვეყანაში.

    2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 884 ადამიანია.

    საპარლამენტო არჩევნებში სულ 25 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატების რაოდენობა კი ქვეყნის მასშტაბით 816-ია, თუმცა რეალურად არჩევნებში რამდენიმე კანდიდატით ნაკლები მიიღებს მონაწილეობას. მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც კანდიდატურა ბიულეტენების ბეჭდვის დაწყების შემდეგ მოხსნეს, ბიულეტენებში მაინც არიან დარჩენილები.

    8 ოქტომბერს ჩასატარებელი არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა 2 ოქტომბერს დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდა. საერთო ჯამში 7 446 850 ბიულეტენი დაიბეჭდა, აქედან პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 3 286 200 ბიულეტენი, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 3 234 950. დანარჩენი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ასევე რამდენიმე ოლქში გასამართი შუალედური არჩევნების, გამგებლების რიგგარეშე არჩევნებისა და ქალაქის ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის დაბეჭდილი ბიულეტენებია.

    საარჩევნო უბნები ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით 07:00 საათზე გაიხსნება, ერთი საათის განმავლობაში კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები ჩატარდება, 08:00 საათიდან კი ხმის მიცემა დაიწყება.  კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება და ხმის დათვლა დაიწყება. ხმის დათვლის პროცედურაზე დაკვირვება ნებისმიერ მსურველს ინტერნეტის საშუალებითაც შეეძლება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]