• weather cur horoscope

    14 უბნის მონაცემებით, ახმეტაში 47,61 % გელა სამხარაულს აქვს, 34,18% კი შაქრო ტერტერაშვილს

    კვირა, 09 ოქტომბერი 2016 09:52 view 2403
    14 უბნის მონაცემებით, ახმეტაში 47,61 % გელა სამხარაულს აქვს, 34,18% კი შაქრო ტერტერაშვილს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახმეტა-თელავის 28-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 18 უბნის შედეგები. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გელა სამხარაულს ხმების 47,61 % (4441 ხმა), ხოლო  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს შაქრო ტერტერაშვილს 34,02 % (3173 ხმა).

    ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მესამე ადგილზეა „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ნაცარაშვილი, რომელმაც ხმების 5,12 % (478 ხმა) მიიღო.

    რაც შეეხება სხვა საარჩევნო სუბიექტებს, მათი შედეგები ასეთია: გია გორთამაშვილი („შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია) - 3,33 % (311 ხმა); ირაკლი უჯირაული („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა) – 2,81 % (262 ხმა); ერეკლე საღლიანი („დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) – 2,18 % (203 ხმა); ლევან ქინქლაძე („უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“) – 1,16 % (108 ხმა); ოთარ კვირიკაშვილი („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“) – 1,21 % (113 ხმა).

    მოქმედი კანონმდებლობით, თუ პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში დეპუტატობის რომელიმე კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს, მეორე ტური ინიშნება. მეორე ტურში მონაწილეობს ის ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. მეორე ტურში გამარჯვებულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა უფრო მეტ ხმას მიიღებს. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია.

    ცესკოს წინასწარი შედეგებით, კახეთის სხვა საარჩევნო ოლქებში შედეგები ასეთია:

    ლაგოდეხი – ყვარლის საარჩევნო ოლქში, 53 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 15 უბნის შედეგები. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს გურამ მაჭარაშვილს 38.3 % (2956 ხმა) აქვს, მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გურამ კაკალაშვილია 27.04 % (2087 ხმა).

    დედოფლისწყარო – სიღნაღის საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი ლიდერობს. 58 უბნიდან ამ დროისთვის 13 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც შიოლაშვილს 56.97 % მხარდაჭერა აქვს (4052 ხმა). 27.02 % აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ლევან ბეჟაშვილს.

    საგარეჯოს ოლქში არსებული 50 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 17 უბნის შედეგებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რომან მუჩიაშვილს 46.24 % (3 296 ხმა) აქვს მიღებული, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს  ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 28.53 % (2 033 ხმა).

    გურჯაანის ოლქში არსებული 51 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 47 უბნის შედეგები. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს 44.09 % (12 108 ხმა) აქვს მიღებული, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს - 32.22 % (8 848 ხმა).

    თელავი-ყვარლის 27-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არსებული 47 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 5 უბნის შედეგები. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი სესიაშვილს ხმების 40,01 % აქვს (1355 ხმა), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ბოტკოველს 36,4 % (1233 ხმა).

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    დემოკრატიის სკოლა პანკისში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

    11 სექტემბერს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, სოფელ დუისში, კახეთის რეგიონული განვითარების…

    ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს

    პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს ბერლინში მოკლული…

    მე შეიძლება უფრო მეტი სპეცრაზმი შემეყვანა პანკისის ხეობაში - ვახტანგ გომელაური

    „21 აპრილს მე შეიძლება უფრო მეტი სპეცდანიშნულების რაზმი შემეყვანა პანკისის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]