კახეთში ერთადერთი ოლქი, სადაც მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში გაიმარჯვა, სიღნაღი – დედოფლისწყაროა. 55.45 % მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა. მის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილს ხმების 26.2 % აქვს.
„ქართული ოცნების“ კანდიდატებიდან ერთ–ერთი ყველაზე დაბალი შედეგი (41%) თელავი – ყვარელის ოლქში ირაკლი სესიაშვილმა მიიღო. ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხოლოდ 5%–ით უსწრებს. არადა, სესიაშვილმა გუშინ ღამითვე იზეიმა გამარჯვება, ვიდრე ოფიციალური შედეგები გახდებოდა ცნობილი და აცხადებდა, რომ კონკურენტთან შედარებით ოთხჯერ მეტი ხმა მიიღო.
საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხი – ყვარელის, თელავი – ყვარელის და ახმეტა – თელავის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მეორე ტურში გამარჯვებულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა უფრო მეტ ხმას მიიღებს. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია.