მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში, ერთმანეთს უმეტეს შემთხვევაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებული ის კანდიდატი გახდება, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
ახმეტაში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნებიდან“ გელა სამხარაული და „ნაციონალური მოძრაობიდან“ შაქრო ტერტერაშვილი მონაწილეობენ. პირველ ტურში გელა სამხარაულმა ამომრჩეველთა ხმების 46 % მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა კი 32 %.