• ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე თანამდებობებიდან ვერ გადააყენეს

    ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:59 view 3810
    ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე თანამდებობებიდან ვერ გადააყენეს

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი და მისი მოადგილე თამაზ წითელაური თანამდებობებიდან ვერ გადააყენეს. საკრებულოს 10 წევრის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტი ჩავარდა, უმრავლესობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

    საკრებულოს წევრებმა ნინო ბურჯანაძის პარტიიდან და „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე ერთმა უპარტიო დეპუტატმა თავმჯდომარეს და მოადგილეს უნდობლობა 2 დეკემბერს გამოუცხადეს.

    „საკრებულომ დაკარგა თავისი უმთავრესი ფუნქცია, მონიტორინგი გაუწიოს გამგეობის საქმიანობას და დაიცვას ხალხის ინტერესები, ვის მიერაც ვართ ჩვენ არჩეული. განულდა საკრებულო, ნოტარიუსის ფუნქციაც აღარ გვაქვს. მიგვაჩნია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე ვერ უძღვებიან საქმეს და უნდა წავიდნენ. ამ მოთხოვნას არ უჭერდა მხარს მარტო ოპოზიცია, ეს „ქართული ოცნების“ აზრიც იყო, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ზეწოლა“, – აღნიშნა ირაკლი უჯირაულმა, ახმეტის საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დილითვე, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს დაავალეს, სხდომაზე მისულიყვნენ, მაგრამ იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ.

    ასეც მოხდა. საკრებულოს სხდომას 27 წევრი ესწრებოდა, 14–მა თავმჯდომარის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, 13 წევრმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. იმპიჩმენტისთვის 16 ხმა არის საჭირო. მოადგილის იმპიჩმენტს კი მხარი საკრებულოს 7–მა წევრმა დაუჭირა.

    „ყველას აქვს თავისი უფლება, ყველაფერს თავისი წესი აქვს და დემოკრატიული პროცესები მიდის. აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ზუსტად ის პროცესები მიმდინარეობს, რასაც ჩვენ ხალხს ვპირდებობით 2012 წელს. გარეთ რას საუბრობენ არვიცი, მაგრამ პირად საუბრებში მეუბნებიან, რომ მეტი ჩართულობა უნდა იყოს საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და საკრებულომ ფართო მასშტაბით უნდა იმუშაოს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა.

    კანონის მიხედვით, იმპიჩმენტის საკითხის დაყენება მომდევნო სამი თვის განმავლობაში აღარ შეიძლება.

    შეგახსენებთ, საკრებულოს წევრების ნაწილმა თავმჯდომარეს და მოადგილეს უნდობლობა პირველად მიმდინარე წლის აპრილში გამოუცხადეს. იმპიჩმენტი მაშინაც ჩავარდა.

     

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]