• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    ახმეტის საკრებულოში საახალწლო პრემიების საკითხი ხელმეორედ ჩავარდა

    ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 10:07 view 3176
    ახმეტის საკრებულოში საახალწლო პრემიების საკითხი ხელმეორედ ჩავარდა

    ახმეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ხელახლა ინიცირებული საბიუჯეტო ცვლილებების საკითხი ისევ ჩავარდა. ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი სხდომაზე დამსწრე 15-მა დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად 16 ხმა იყო საჭირო.

    მთავარი მიზეზი, რის გამოც საკრებულოს წევრებმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, გამგეობის მოხელეებზე საახალწლო პრემიების გასაცემად ბიუჯეტში 53 ათასი ლარის დამატება იყო.

    აღსანიშნავია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საპრემიო თანხების დამატების საკითხი საკრებულოს 2016 წლის 7 დეკემბრის მორიგ სხდომაზეც დაისვა, როდესაც გამგებელი საკუთარი თანამშრომლების საახალწლო პრემირებისთვის 73 ათასი ლარის დამატებას ითხოვდა. საკრებულოს წევრების უმეტესობამ ცვლილებებს მხარი არც მაშინ დაუჭირა, თუმცა გამგებელმა საპრემიო თანხის ოდენობა შეამცირა და იგივე საკითხი ხელახლა შეიტანა საკრებულოზე დასამტკიცებლად.

    საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განმარტებით, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პრემირებას მხარი ქვეყანაში არსებული სოციალური ვითარებიდან გამომდინარე არ დაუჭირეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]