• ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ დაიშალა

    ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 17:14 view 4094
    ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ დაიშალა

    ახმეტის საკრებულოში შექმნილი ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეიდან გაუქმებულია. ინფორმაცია ფრაქციის დაშლის შესახებ საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ცნობად მიიღო.

    ფრაქციის გაუქმების მიზეზი მისი ერთ-ერთი წევრის - მამუკა ხოლეგაშვილისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, - მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაიწყო მუშაობა, რაც საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

    მამუკა ხოლეგაშვილის საკრებულოდან გასვლის შემდეგ აღნიშნულ ფრაქციაში მხოლოდ 2 დეპუტატი დარჩა. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში სულ მცირე 3 წევრი უნდა იყოს გაერთიანებული.

    ახმეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2014 წლის 22 აგვისტოს შეიქმნა. მასში გაერთიანებული იყვენენ: არჩილ მექვევრიშვილი (ფრაქციის თავმჯდომარე), საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]