• ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი თანამდებობიდან გადადგა

    ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 18:00 view 3948
    ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი თანამდებობიდან გადადგა

    ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. პანკისის სათემო რადიო WAY-სთან საუბრისას გელა ჯუგაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოში დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს და თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

    „ეს ჩემი სურვილია. აღარ მინდა თავმჯდომარეობა. დავინახე ისეთი მიზეზები, რომლებიც ჩემთვიოს მიუღებელი იყო. გავაკეთე განცხადება და გადავდექი. განსაკუთრებული მიზეზი არ მაქვს. საკრებულოში დემოკრატიული პროცესებია. გუნდში ვრჩები. ვარ და ვიქნები „ოცნების“ აქტიური წევრი“, - ამბობს გელა ჯუგაშვილი.

    გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობიდან მიღებული შიდაპარტიული დირექტივა გახდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა უთხრა, რომ გელა ჯუგაშვილი თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა, სადაც მას თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს.  

    გელა ჯუგაშვილი ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლის 14 ივლისს აირჩიეს. 2016 წლის განმავლობაში საკრებულოს წევრთა ნაწილმა ორჯერ დააყენა მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი - 3 მაისს და 5 დეკემბერს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 16 ხმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგროვდა.

    მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე შეასრულებს. ახმეტის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს კი, სავარაუდოდ, 6 მარტს დანიშნულ მორიგ სხდომაზე აირჩევენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]