საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე თამარ ყეინიშვილი იმავე საკრებულოში სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იყო. იგი პარლამენტის ყოფილი წევრის ნანა ყეინიშვილის დაა, ამავე დროს ახმეტა-თელავის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის დეიდაშვილია.
შეგახსენებთ, რომ ახმეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა თანამდებობა 2 მარტს საკუთარი განცხადებით დატოვა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მისი გადადგომის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან მიღებული მითითება გახდა. გასულ წელს საკრებულოს წევრთა ნაწილმა ორჯერ დააყენა მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი - 3 მაისს და 5 დეკემბერს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 16 ხმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგროვდა.