• ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ ხელახლა შეიქმნა

    სამშაბათი, 11 აპრილი 2017 23:03 view 3649
    ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ ხელახლა შეიქმნა

    ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ განახლებული შემადგენლობით შეიქმნა. ახლადშექმნილ ფრაქციაში 3 დეპუტატი გაერთიანდა - საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე რამაზ ბაღაკაშვილი და საკრებულოს წევრი ბიძინა ჭიჭიკლიშვილი, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

    საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ ფრაქციის შექმნა კანონიერად ცნო, ხოლო ინფორმაციის ცნობად მიღება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოხდება.

    შეგახსენებთ, რომ ახმეტის საკრებულოში მანამდე არსებული ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2017 წლის 1 მარტს დაიშალა, რასაც შედეგად საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის გელა ჯუგაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

    აღნიშნული ფრაქცია ახმეტის საკრებულოში თავდაპირველად 2014 წლის 22 აგვისტოს შეიქმნა. მასში გაერთიანებული იყვენენ: არჩილ მექვევრიშვილი (ფრაქციის თავმჯდომარე), საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]