„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა ხმების 18.84 % (2 703 ხმა ) მიიღო. მესამე ადგილზეა „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გელა ჭვრიტიძე, რომელსაც ხმების 10.56 % (1515 ხმა) აქვს მიღებული.
მერობის დანარჩენი 5 კანდიდატის შედეგები ასეთია: ირაკლი უჯირაული („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა –თავისუფალი საქართველო“) – 4.71 % (676 ხმა); თინათინ მოზაიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) – 3.51 % (504 ხმა); ნიკოლოზ ბართიშვილი („შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“) – 2.46 % (353 ხმა); ჯუმბერ შაშიაშვილი („გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“) – 0.04 % (57 ხმა); ბიძინა გოგოლაშვილი („ტრადიციონალისტები“) – 0.01 % (15 ხმა).
ადგილობრივი თვითმმაღტველობის არჩევნებისთვის ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქში სულ 30 069 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობა 50 %-მა, 15 036-მა ამომრჩეველმა მიიღო.