ლევან ბუთხუზაშვილი თამაზ მეჭიაურის თანასოფლელია - იგი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში დაიბადა 1959 წლის 13 ნოემბერს. 2016 წლიდან დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით - ინდმეწარმის სტატუსით ის 5 თებერვალს დარეგისტრირდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი უკვე იუწყებოდა, რომ მიმდინარე წლის მაისში ახმეტის გამგეობამ სოფელ პიტნიანში მდებარე რძის გადამამუშავებელი ქარხანა ლევან ბუთხუზაშვილს პირდაპირი განკარგვის წესით სწორედ თამაზ მეჭიაურის თხოვნით გადასცა.