• ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პანკისში ახალგაზრდებს შეხვდება

    სამშაბათი, 31 ივლისი 2018 23:40 view 3868
    ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პანკისში ახალგაზრდებს შეხვდება

    ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული 1-ელ აგვისტოს, პანკისის ხეობაში ახალგაზრდებს შეხვდება. შეხვედრა დუისის კლუბში, 16:00 საათზე დაიწყება.

    „თვითონ ახალგაზრდები გადაწყვეტენ, ვინ იქნებიან შეხვედრაზე და რა საკითხებზე იქნება საუბარი. კონკრეტული გეგმით არ მოვდივარ. მინდა შევხვდე მათ, ვისაც სურვილი ექნება და ვესაუბრო იმ საკითხებზე, რაზეც სურთ. მაინტერესებს რა პრობლემები აქვთ, რას ფიქრობენ, სად უნდა ჩავერიო და ა.შ. მე ხშირად ვხვდები უხუცესებს, ჩემს მეგობრებს. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ახალგაზრდების პრობლემებიც მოვისმინო“, - უთხრა გელა სამხარაულმა პანკისის სათემო რადიოს.

    „მან თავის დროზე პანკისიდან ძალიან ბევრი ხმა მიიღო, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი ხმები. ის აქამდეც ვალდებული იყო ჩამოსულიყო, თუმცა ამ შვიდი თვის მანძილზე მისგან არ ყოფილა არანაირი გამოხმაურება, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებიც და მოსახლეობაც ითხოვდა მის ჩამოსვლას და პასუხებს კითხვებზე. ახლაც გვაინტერესებს მისი პოზიცია თემირლანის საქმეზე, რატომ არ გამოეხმაურა და რატომ არ დააფიქსირა თავისი აზრი, რატომ შეიკავა თავი მოსახლეობასთან შეხვედრაზე. კითხვები გვაქვს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებითაც“, - ამბობს სოფელ ომალოს მკვიდრი შენგელი ტოხოსაშვილი.

    სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ლუიზა მუთოშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატის მხრიდან შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია: „დაგვიანებული მზაობა მგონია ახლა სამხარაულის წინადადება. ჰესებზე მყარი პოზიცია გვაქვს, უკომპრომისო და გავაცნობთ. რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, არაფერია სამხარაულთან სასაუბრო. სამხარაული პირველი უნდა ყოფილიყო სპეცოპერაციის დროს, ვინც ხეობის ხალხთან უნდა მდგარიყო. ახლა საინტერესოა რაზე სურს საუბარი. ამ მომენტში პირადად მე ვერ ვხედავ საჭიროებას. წინასაარჩევნოდ გავახსენდით“.

    სოფელ დუისში მცხოვრები მარსელ ბაღაკაშვილის თქმით, „დეპუტატად გელა სამხარაულის არჩევის შემდეგ, პანკისში ბევრი რამ მოხდა. ბევრი პრობლემა იყო, სადაც მისი გვერდში დგომა სჭირდებოდა ხალხს.

    თუ წინასაარჩევნოდ სიტუაციის დასალაგებლად მოდის, მაშინ სჯობს არც შეწუხდეს. თუ მართლა გულთან ახლოს მიაქვს ის პრობლემები, რაც ხეობის მოსახლეობას აწუხებს, მაჩალიკაშვილის საქმე, ჰესების მშენებლობა და იზრუნებს იმაზე, რომ ეს საკითხები მოაგვაროს, მაშინ სიამოვნებით შევხვდებით“.

    ახმეტის მაჟორიტარი გელა სამხარაული პანკისის ხეობის მცხოვრებლებს ბოლოს 2018 წლის 8 იანვარს შეხვდა. შეხვედრას ძირითადად მერიის და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ და პანკისში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. საუბარი შეეხო ხეობაში რამდენიმე დღით ადრე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასაც, რომლის შედეგადაც, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს 4 პანკისელი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]