• პანკისის 5 საარჩევნო უბნიდან 4 სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

    კვირა, 28 ოქტომბერი 2018 23:18 view 5882
    პანკისის 5 საარჩევნო უბნიდან 4 სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

    წინასწარი მონაცემებით, პანკისის ხეობის ხუთი საარჩევნო უბნიდან ოთხში არჩევნები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა უმრავლესობამ ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი სოფელ დუისის ორივე საარჩევნო უბანზეც, სადაც მმართველი პარტია ყველაზე ნაკლებ ხმებს ელოდა. სოფელ დუისში ცხოვრობდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც სპცეოპერაციის დროს საკუთარ საძინებელში მოკლეს.

    №23 ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილს ხმა 200-მა ამომრჩეველმა მისცა, 126-მა მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა, 64-მა ლეიობორისტული პარტიის ლოდერს შალვა ნათელაშვილს, 29 ხმა კი „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ მიიღო.

    №5 დუისის საარჩევნო უბნის შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 232 ხმა, გრიგოლ ვაშაძე - 93 ხმა, შალვა ნათელაშვილი - 67 ხმა, დავით ბაქრაძე - 28 ხმა.

    №26 დუისის საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილს 196 ხმა აქვს, შალვა ნათელაშვილს - 87, გრიგოლ ვაშაძეს - 74, დავით ბაქრაძეს - 44 ხმა.

    №8 ხალაწნის საარჩევნო უბანზე ზურაბიშვილს ხმა 88 ამომრჩეველმა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს 80-მა, დავით ბაქრაძეს - 16-მა.

    სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო პანკისის სოფელ ომალოში. №24 ომალოს საარჩევნო უბანზე ზურაბიშვილს 117 ხმა აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 150, დავით ბაქრაძეს - 37, ხოლო შალვა ნათელაშვილს - 20.

    პანკისში ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა.

    პანკისის მცხოვრებლებმა საარჩევნო ბიულეტენებზე გააკეთეს წარწერები „არა ჰესებს“ და „ნუ მომკლავ“. ამ ფორმით მათ ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა გააპროტესტეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]