• ახმეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადადგომაზე განცხადება დაწერა

    ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018 15:11 view 3444
    ახმეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადადგომაზე განცხადება დაწერა

    ახმეტის N18 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, იუკურიძეს განცხადების დაწერა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დანიშნულმა კურატორმა ზაალ თათრიშვილმა მოსთხოვა.

    „კი, მართალია, დავწერე განცხადება იმიტომ, რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ. აუცილებელია ვინმემ მომთხოვოს? გადავწყვიტე, რომ ასე მოხდეს. არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერს მივცეთ პოლიტიკური რაღაც უმსგავსობები. გადავწყვიტე ასე, მოხდა ასე და მორჩა. არანაირად არჩევნებს არ უკავშირდება“, - აცხადებს მინდია იუკურიძე.

    „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელის შაქრო ტერტერაშვილის ინფორმაციით, გუშინ, 28 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულების და ხმების დათვლის შემდეგ, ახმეტის საარჩევნო ოლქის მე-12, მე-9, მე-15 და მე-17 საუბნო კომისიების ხელმძღვანელებს „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაავალეს, რომ შემაჯამებელი ოქმები არ შეევსოთ. მას შემდეგ, რაც ჩვენ საოლქო კომისიას მოვთხოვეთ, რომ აღნიშნულ უბნებზე ხმების დათვლა დასრულებული იყო და დაუყოვნებლივ შეევსოთ ოქმები, იუკურიძემ თქვა, რომ მას ასეთი დავალება არ გაუცია და საუბნო კომისიებს ოქმების წარმოდგენა მოსთხოვა. ხელისუფლებას მეორე ტურისთვის საოლქო კომისიაში ისეთი თავმჯდომარე სჭირდება, რომელიც ყველა დავალებას შეასრულებს“, - უთხრა შაქრო ტერტერაშვილმა „რეგინფოს“.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ქეთევან ჯანელიძის განცხადებით, მინდია იუკურიძეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ცესკოსთვის არ მიუმართავს და ის აგრძელებს მუშაობას.

    „რეგინფო“ ცესკოს წარმომადგენელს, ზაალ თათრიშვილს ამ დროისთვის ვერ დაუკავშირდა.

    28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ახმეტის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. ვაშაძემ 6220 ხმა (45.99%) მიიღო, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 4497 ხმა (33.25%).

    „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 1338 ხმა (9.89%) აქვს, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს შალვა ნათელაშვილს 891 ხმა (6.59%).

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 615 403 ხმა მიიღო, რაც 38,63%-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 601 175 ხმა - 37,74% . ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3703 უბნის მონაცემი, რაც უბნების თითქმის 100 პროცენტია. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 %-ს შეადგენს.

    არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]