• პანკისის შემთხვევა იყო განსაკუთრებული. გპირდებით, მოჰყვება თავისი შედეგები - გახარია

    ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019 22:34 view 3730
    პანკისის შემთხვევა იყო განსაკუთრებული. გპირდებით, მოჰყვება თავისი შედეგები - გახარია

    „პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა. პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო მოსახლეობა და პანკისის უკან იდგა კომერციული სტრუქტურის კომერციული ინტერესი. საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ძალებით იქ უნდა ყოფილიყო თუ არ უნდა ყოფილიყო, ეს სხვა თემაა. ნუ ვადარებთ ამ ორ თემას ერთმანეთს (პანკისის შეტაკება და თბილისში აქციის დარბევა). გპირდებით, მე ვიღებ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პანკისის შემთხვევასაც თავისი შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

    გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ მინისტრს ჰკითხა: თქვენ ამბობდით, რომ პანკისის მოვლენებისას მონაწილე ყველა პირი სათანადოდ აგებდა პასუხს, მაგრამ პასუხი არავის უგია. 

    - როდის?

    - თქვენთან მოვალ... გახსოვთ, მე და თქვენ ერთხელ ვისაუბრეთ და თქვენ ზუსტად იგივე ტონალობაში მეუბნებოდით ხორავას ტრაგედიაზე და ყოველთვის გპირდებოდით, რომ ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ბოლომდე მივიყვან. მივიყვან, მოვალ და პანკისზეც გესაუბრებით. 

    ჟურნალისტმა შს მინისტრს ასევე ჰკითხა რამდენიმე დღის წინ ექსპერტებთან გამართული შეხვედრის თაობაზეც. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, სამხედრო ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ მედიასთან განაცხადა, რომ თბილისში, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს ნარინჯისფერი ტყვიები, პანკისის აქციების გამოცდილების გამო იქნა გამოყენებული. 

    „ეს შეფასებითი ნაწილია. სპეციალური საშუალებების ეს აღჭურვილობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აქვს ყოველთვის, სადაც არ უნდა იყოს, მათ შორის პანკისშიც ჰქონდა, მაგრამ, რაიმე კავშირი, იქ იყო გამოყენებული და აქ არ იყო გამოყენებული, ამაში არ არის. პანკისის შემთხვევა არის განსაკუთრებული შემთხვევა და არანაირი ტოლობის ნიშნის დასმა ამ ორ ღონისძიებას შორის არ შეიძლება“, - აღნიშნა გახარიამ.

    21 აპრილს, პანკისის ხეობაში სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. სინამდვილეში, ბევრად მეტი ადგილობრივი დაშავდა. ჭრილობებს ისინი სახლის პირობებში იშუშებდნენ და სამედიცინო დაწესებულებებისთვის არ მიუმართავთ. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორიც დაწვეს. დაპირისპირება ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლებას მოჰყვა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. 

    შეტაკების შემდეგ, ხეობაში ჩასულმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „ჩვენ შევთანხმდით ასეთ რაღაცაზე, რომ ჰესს მოსახლეობის 90 % რომ დაუჭერს მხარს, მხოლოდ მაშინ აშენდება. მე ჰესის გამო აქ არ ამოვსულვარ, მე ამოვედი აქ იმის გამო, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანს. თითოეულ კადრს გავაანალიზებთ და ვნახავთ ვინ, ვის, რა ესროლა. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს. ჩვენს ასევე შევთანხმდით, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი ხეობას დატოვებს, მაგრამ პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას“.

    პანკისში 21 აპრილს მომხდარ შეტაკებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით აწარმოებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]