ახმეტის გამგეობის თანამდებობის პირების ავტომანქანების რემონტზე მხოლოდ 1 თვეში ბიუჯეტიდან 8 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო სექტემბერში გამოცხადებული ტენდერით კიდევ 10 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. ახმეტის ბიუჯეტში 55 ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის დასახმარებლად კი ერთ წელიწადში სულ 5 500 ლარია გამოყოფილი.
თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები.