შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადის ათვლა იმ მომენტიდან დაიწყება, როდესაც მას დააკავებენ.