განათლების საკითხებზე გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ისაუბრა, სადაც 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, განათლება თავისუფლებაა და მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო.
„ლავროვზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მე ვარ პანკისის ხეობაში, ჩემთან ერთად არიან ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩები, ჩემთან ერთად ხართ თქვენ, ჟურნალისტები და თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სიმშვიდეა აქ“,- საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პანკისის ხეობაში ჩავიდა და სოფელ დუისში ადგილობრივებს შეხვდა. პრეზიდენტის ვიზიტს წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ პანკისის ხეობას ტერორისტების საწვრთნელად იყენებს.