ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად უნდა გააკეთონ არჩევანი, ვის ანდობენ საკუთარი სოფლის მართვას. გადაცემაში არჩევნებში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.
13 სექტემბრიდან პანკისის სათემო რადიო WAY წინასაარჩევნო დებატებს იწყებს, რომელშიც მონაწილეობა ახმეტა – თელავის საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს შეუძლიათ. გადაცემა პირდაპირ ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, 18:10 საათზე გავა.