გადაცემა ოთხი ბლოკისგან შედგება. პირველ ნაწილში მოწვეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ ამომრჩეველს თავისი პროგრამა გააცნონ. მეორე ნაწილში კანდიდატებს კითხვებს ამომრჩევლები დაუსვამენ, მესამე ნაწილში კანდიდატებს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა. მეოთხე ნაწილში კი დებატების მონაწილეებს საშუალება ექნებათ კითხვები ერთმანეთს დაუსვან.
გადაცემის თითოეული ნაწილი 15 წუთს მოიცავს და ეს დრო თანაბრად განაწილდება სტუდიაში მოწვეულ ორივე კანდიდატზე. გადაცემის მესამე ნაწილში ჟურნალისტი კანდიდატებს 5 თემატური კითხვით მიმართავს.
რადიო WAY მაუწყებლობს სიხშირეზე FM 101.1 პანკისის ხეობასა და მის შემოგარენში. რადიოს დაფარვის ზონაში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
პანკისის სათემო რადიო WAY არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 2016 წელს დააფუძნა.