ახმეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ავსტრიაში ვიზიტებზე 6 022 ლარი დაიხარჯა, რაც აღემატება უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად ბიუჯეტიდან მთელი წლის განმავლობაში გამოყოფილ თანხებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას უჩივის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ახმეტის გამგეობა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საჯარო ინფორმაციას არ აძლევს იმ მიზეზით, რომ როგორც თავად განმარტავენ, მისი რედაქტორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ.