• ახმეტის გამგებლის უცხოეთში ვიზიტებზე მეტი დაიხარჯა, ვიდრე ობოლ და შშმ ბავშვებზე 1 წელიწადში

    ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 17:26 view 5398
    ახმეტის გამგებლის უცხოეთში ვიზიტებზე მეტი დაიხარჯა, ვიდრე ობოლ და შშმ ბავშვებზე 1 წელიწადში

    ახმეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ავსტრიაში ვიზიტებზე 6 022 ლარი დაიხარჯა, რაც აღემატება უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად ბიუჯეტიდან მთელი წლის განმავლობაში გამოყოფილ თანხებს.

    ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური, 2017 წლის 18 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით პერიოდში, მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს აშშ-ისა და კანადის ფინანსისტთა სამთავრობო ასოციაციის ყრილობაზე დასწრება წარმოადგენდა. მასში ბიუჯეტიდან 4 930 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარში, ახმეტის გამგებელი ერთკვირიანი მივლინებით იმყოფებოდა ავსტრიაშიც, სამივლინებო ხარჯებმა კი 1 092 ლარი შეადგინა. 

    ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური დახმარების პროგრამით40 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დასახმარებლად ერთი წლის განმავლობაში სულ გამოყოფილია 4 000 ლარი, 15 უდედმამო ბავშვისთვის კი 1 500 ლარი. წელიწადში მხოლოდ 3000 ლარია გამოყოფილი მაღალმთიან თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, 2 000 ლარი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისთვის, 1 000 ლარი - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის.

    საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით, ახმეტის გამგებელი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა შორის საქართველოს მასშტაბით „დამაჯერებლად ლიდერობს“. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მან იმოგზაურა და დაისვენა: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ისრაელში, ავსტრიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ლატვიაში, ლიტვაში და სხვა. აქედან, ზოგიერთ ქვეყანაში იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა.

    გამგებლის უცხოეთში მოგზაურობების აბსოლუტური უმრავლესობა ბიუჯეტიდან დაფინანსდა, დახარჯული თანხა კი ათეულობით ათასი ლარია. გამგებლის არცერთ ვიზიტს მუნიციპალიტეტისთვის რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია.

    შეგახსენებთ, „რეგინფოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში გამგზავრების წინ, ბექა ბაიდაურმა ახმეტის ცენტრში არსებული სასმელი წყლის ყველა წერტილი და ერთადერთი შადრევანი ბიუჯეტის დაზოგვის მოტივით გააუქმებინა. გაუქმებული წყლები მხოლოდ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ჩარევის შემდეგ აღადგინეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]