რა გავლენა იქონია კორონავირუსმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე? რა იქნება 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და რომელი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი მიმდინარე წელს პანკისის ხეობაში? – პანკისის სათემო რადიოს ამ და სხვა კითხვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა უპასუხა.
რა გავლენა იქონია კოვიდ პანდემიამ 2020 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებაზე? რა არის 2021 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები? რა პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი პანკისის ხეობაში?
პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელება შეაჩერა. უხუცესი ამას პანკისში, 21 აპრილს, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ შეტაკებას უკავშირებს.