„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციის შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.