კახეთის საინფორმაციო ცენტრი | www.ick.ge - პანკისის ხეობაში მალე პირველი ინტერნეტკაფე გაიხსნება. იდეა 18 წლის შავხალ ბორჩაშვილს ეკუთვნის. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის მან „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ დახმარებით ჯერ ბიზნესიდეა მოამზადა, შემდეგ კი ბიზნესგემგმაც დაწერა და დაფინანსებაც მიიღო.