კახეთის საინფორმაციო ცენტრი | www.ick.ge - პანკისის ხეობაში მალე პირველი ინტერნეტკაფე გაიხსნება. იდეა 18 წლის შავხალ ბორჩაშვილს ეკუთვნის. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის მან „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ დახმარებით ჯერ ბიზნესიდეა მოამზადა, შემდეგ კი ბიზნესგემგმაც დაწერა და დაფინანსებაც მიიღო.
როგორია პანკისში მცხოვრები ფუნდამენტური ისლამის მიმდევრების თვითაღქმა, როგორ ხედავენ ისინი საკუთარ იდენტობასა და სხვაობას ტრადიციულ ისლამთან, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა და რა გავლენას ახდენს სახელმწიფოსგან იგნორირების პოლიტიკა ხეობაში მიმდინარე პროცესებზე? ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ამ თემებზე თავად პანკისის ხეობაში მცხოვრები ფუნდამენტური ისლამის მიმდევრები საუბრობენ.
www.Reginfo.ge - პანკისის სათემო რადიოს ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე – ტრადიციული და ფუნდამენტური ისლამი პანკისის ხეობის მაგალითზე. დისკუსიაში თემის ორივე მხარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.