• პანკისი

    კახეთის საინფორმაციო ცენტრი | www.ick.ge - პანკისის ხეობაში მალე პირველი ინტერნეტკაფე გაიხსნება. იდეა 18 წლის შავხალ ბორჩაშვილს ეკუთვნის. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის მან „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ დახმარებით ჯერ ბიზნესიდეა მოამზადა, შემდეგ კი ბიზნესგემგმაც დაწერა და დაფინანსებაც მიიღო.

    როგორია პანკისში მცხოვრები ფუნდამენტური ისლამის მიმდევრების თვითაღქმა, როგორ ხედავენ ისინი საკუთარ იდენტობასა და სხვაობას ტრადიციულ ისლამთან, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა და რა გავლენას ახდენს სახელმწიფოსგან იგნორირების პოლიტიკა ხეობაში მიმდინარე პროცესებზე? ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ამ თემებზე თავად პანკისის ხეობაში მცხოვრები ფუნდამენტური ისლამის მიმდევრები საუბრობენ.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრი | www.ick.ge - 12 წლის წინ პანკისის ხეობაში ალხანაშვილების გვარის წარმომადგენელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 40 წლის თამაზ იმედაშვილი მოკლა. მკვლელობის შემდეგ შემდეგ ორ გვარს შორის მტრობა დაიწყო. სისხლის აღების თავიდან ასაცილებლად უხუცესებმა მრავალწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, დაზარალებულის ოჯახი სისხლის პატიებაზე დაიყოლიეს.

    www.Reginfo.ge - პანკისის სათემო რადიოს ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე – ტრადიციული და ფუნდამენტური ისლამი პანკისის ხეობის მაგალითზე. დისკუსიაში თემის ორივე მხარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    www.Reginfo.ge - საოჯახო სასტუმროები, ქისტური სამზარეულო, სწრაფი კვება, ჩაის სახლი, ველოტურები, თექის სახელოსნო, თხის ყველის წარმოება, ავტოსერვისი, სარემონტო კომპანია – „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდის ფარგლებში პანკისის ხეობაში 22 ბიზნესიდეა დაფინანსდა. აქედან 18 პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის დახმარებით არის მომზადებული.

    www.Reginfo.ge - პანკისის ხეობაში სათემო რადიომ დაიწყო მაუწყებლობა სიხშირეზე FM 101.1. რადიო WAY–ის სიგნალი პანკისის ხეობის თორმეტივე სოფელში, ბაწარას და ხადორის ხეობის ტერიტორიაზეც ვრცელდება. რადიოს მოსმენა პირველად გახდა შესაძლებელი თუშეთის სოფელ ტბათანასკენ დაბინავებული მწყემსებისთვის და ასობით ტურისტისთვის, რომელიც პანკისიდან თუშეთსა და ხევსურეთში გადადის.

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]