საბჭოთა რეჟიმის მიერ ასიათასობით ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაცია და თითქმის მათი ნახევრის დაღუპვის ტრაგიკული ისტორია გაიხსენეს დუისში, ხსოვნის საღამოზე, რომელიც კოვიდ პანდემიის რეგულაციების გამო მოკრძალებულად ჩატარდა.
პირველი მარტიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტის 36 საბავშვო ბაღიდან მუშაობას 34 განაახლებს. ამის შესახებ, პანკისის სათემო რადიოს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ბაღების ცენტრის“ დირექტორმა, ქეთევან მარჩილაშვილმა განუცხადა.
გერმანიაში დასაქმების სააპლიკაციო ფორმა პირველ 4 დღეში საქართველოს 77 921-მა მოქალაქემ შეავსო. საბანკო დავალიანების არსებობა დასაქმების მსურველს ხელს არ შეუშლის, ჩაერთოს ამ პროგრამაში. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან მიმდინარეობს, საქართველოდან პირველ ლეგალურ შრომით მიგრანტებს კი გერმანია 2021 წლის აპრილიდან მიიღებს.
ბოლო წლებში ტურიზმი პანკისის ხეობაში მრავალი ოჯახისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა, თუმცა, ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის შემდეგ არაერთი საოჯახო სასტუმრო დაიხურა და მათ მუშაობის განახლება ამ დრომდე ვერ შეძლეს. „პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნაზი დაქიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან ორჯერ მიღებული 300-300-ლარიანი დახმარება იმისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ასეთი სასტუმროების მფლობელებს საკუთარი ბიზნესი კოვიდ-რეგულაციებთან შესაბამისობაში მოეყვანათ.
იაპონიის საელჩოს დახმარებით თუშეთში, სოფელ ომალოში მდებარე ამბულატორიას სული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აღიჭურვება. „თუშეთის განვითარების ფონდის“ დირექტორის, ზურაბ ბაბულაიძის განცხადებით, პროექტი 80 000 აშშ დოლარით საელჩომ დააფინანსა, 10 000 დოლარი კი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული დახმარებაა.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამავე სპეცოპერაციის დროს დაკავებულ, ტერორიზმის ხელშეწყობისთვის გასამართლებულ ბადურ ჩოფანაშვილს შეხვდა. სოფელ დუისში, გვარების წარმომადგენლების თანდასწრებით გამართულ შეხვედრაზე მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილმა ბადურ ჩოფანაშვილს მის მიერ მიცემულ ჩვენებაზე ახნა-განმარტება მოსთხოვა.