ცესკოს დადგენილებით, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კოვიდინფექციის გამო საავადმყოფოში, კოვიდ-სასტუმროში, საკარანტინო სივრცესა თუ სახლში იმყოფებიან, საშუალება ექნებათ, ხმა გადასატანი საარჩევნო ყუთების მეშვეობით მისცენ. ასეთი ამომრჩევლების რეგისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციამ 24 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის შედეგად, ეს ვადა ჯერ 27 ოქტომბრის 14:00, შემდეგ კი 18:00 საათამდე გაახანგრძლივა. ამ დრომდე უცნობია, თვითიზოლაციაში მყოფი რამდენი ადამიანი დაუკავშირდა ცესკოს და რამდენი ვერ შეძლებს საარჩევნო უფლების განხორციელებას.
რა გავლენა იქონია კოვიდ-პანდემიამ არჩევნებზე? რა პროცედურების გავლა მოუწევს უბანზე მისულ ამომრჩეველს? რა ზომებია მიღებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის? როგორ მისცემენ ხმას საკარანტინე სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები? როგორ აფასებს არასამთავრობო სექტორი თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს და ასეთი პირების რეგისტრაციის პროცესს?
გადაცემა „ფოკუსის“ სტუმრები არიან:
მარეხი მგალობლიშვილი – იურისტი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის წარმომადგენელი;
გიგი ჩიხლაძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ წარმომადგენელი;
გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, თუმცა მათგან უარი მივიღეთ.
„ფოკუსის“ წამყვანია რამზან გორგიშვილი.