• ფოკუსი – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის არჩეული დეპუტატის გეგმები

    შაბათი, 28 ნოემბერი 2020 14:50 view 1819
    ფოკუსი – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის არჩეული დეპუტატის გეგმები

    „განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ მოხდეს თვითმმართველობის უფლებების შემდგომი გაფართოება და აგრეთვე, სოფლის მეურნეობის პროგრამების კიდევ უფრო მეტად მორგება თითოეული ფერმერის საჭიროებებზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, პარლამენტში თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. 

    როგორ აფასებენ ირაკლი ქადაგიშვილის არჩევას მისი კონკურენტები ოპოზიციური პარტიებიდან? რას ფიქრობს ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე და ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე? რა გეგმები აქვს მას მეათე მოწვევის პარლამენტში? 

    „ფოკუსის“ სტუმარია ირაკლი ქადაგიშვილი – „ქართული ოცნებიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი.

    გადაცემაში საუბრობენ „ლელოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატები – ირაკლი ტალახაძე და გიორგი ბოტკოველი.

    გადაცემას რამზან გორგიშვილი უძღვება.

    2020 წლის პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. ცესკოს მონაცემების თანახმად, მეორე ტურში ირაკლი ქადაგშვილმა ამომრჩეველთა ხმების 88.83% (44 616 ხმა) მიიღო, ხოლო გიორგი ბოტკოველმა – 11.17% (5608 ხმა). პირველ ტურში ქადაგიშვილს 41 662 ხმა ჰქონა, ბოტკოველს – 35 645. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, რის გამოც მეათე მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმურად არ ცნობენ.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]