• ფოკუსი – კოვიდპანდემია, შეზღუდვები და ტურიზმი

    ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020 10:35 view 2281
    ფოკუსი – კოვიდპანდემია, შეზღუდვები და ტურიზმი

    ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი სექტორი იყო საქართველოში. 2019 წელს, რუსული ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, ტურისტული ვიზიტების მხრივ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8% შეადგინა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსული შემოსავალი 3.3 მილიარდი დოლარი (ზრდა +1.4%) იყო. 2020 წლის იანვარში საქართველოში 363 614 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც +18.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო წინა წელთან შედარებით.

    კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მძიმე დარტყმა ტურიზმს მიაყენა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველოში „ტურიზმის შოკი“ ხანგრძლივი იქნება და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2024 წლისთვის დაუბრუნდება.

    რა გავლენა იქონია კოვიდპანდემიამ ტურიზმზე? როგორ შეცვალა პანკისის ხეობაში არსებული საოჯახო სასტუმროებისა და ტურისტებზე ორიენტირებული მცირე ბიზნესების საქმიანობა პანდემიამ? როგორ ცდილობენ ბიზნესები გადარჩენას? რა შეიძლება გაითვალისწინონ ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა პანდემიის გამოწვევებთან გასამკლავებლად? როგორ შეიძლება ბიზნესის განვითარება ამ კრიზისულ პერიოდში და რა მიმართულებებს უნდა მიექცეს ყურადღება? არსებობს თუ არა გეგმა ტურიზმის სექტორის გადასარჩენად, რა პრობლემა გამოიკვეთა სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისას და როგორ აფასებს ამ პროცესს არასამთავრობო სექტორი?

    ამ საკითხებზე გადაცემაში „ფოკუსი“ საუბრობენ:

    ნატალია ბახტაძე – საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის კონსულტანტი;

    ლეილა აჭიშვილი – პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მდებრე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე;

    შენგელი ტოხოსაშვილი – ქისტური ასკილის ლუდის „სტუმართ მასპინძლის“ საწარმოს დამფუძნებელი;

    გადაცემის წამყვანია რამზან გორგიშვილი.

     

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]