ამ ეტაპზე, „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრა შესაძლებელია ყვარელში, საგარეჯოში, ლაგოდეხში, გურჯაანში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, ხოლო „ასტრაზენეკა“ მხოლოდ გურჯაანში, თელავსა და ლაგოდეხშია ხელმისაწვდომი.
რატომ გადაწყვიტეს ვაქცინის გაკეთება და რა პროცედურები გაიარეს პირველი და მეორე დოზით აცრისთვის? როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და რა ძირითადი პრობლემები იკვეთება?
ამ საკითხებზე გადაცემაში „ფოკუსი“ საუბრობენ:
იზა ბექაური – კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი;
მურად ცათიაშვილი – პანკისის ხეობის მკვიდრი;
ვატო სურგულაძე – ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი;
გადაცემას რამზან გორგიშვილი უძღვება.