• ფოკუსი – სამშობლოს აღქმა ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებებში

    სამშაბათი, 01 ივნისი 2021 17:18 view 1705
    ფოკუსი – სამშობლოს აღქმა ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებებში

    პანკისის სათემო ორგანიზაციამ პანკისის ხეობის 16 სოფელში ჩაატარა საჭიროებების კვლევა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო ჩართულობის გამოწვევების გამოვლენას გულისხმობს. კვლევის ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა სამშობლოს თემას, თუ რასთან ასოცირდება პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობისთვის სამშობლო: საქართველოსთან, ჩეჩნეთთან, ორივესთან ერთად თუ სხვა.

    კვლევის საბოლოო შედეგები დამუშავების პროცესშია, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი სამშობლოდ ასახელებს საქართველოს, შემდეგ მოდის საქართველო და ჩეჩნეთი ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციაზე, ჩართულობაზე, რაც შემდგომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს, აუცილებელია, რომ თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნოსისა, აღმსარებლობისა, სქესისა თუ რასისა ამ ქვეყნის განუყოფელ ნაწილად მოიაზრებდეს თავს და გრძნობდეს პასუხისმგებლობას მის წინაშე.

    როგორია სამშობლოს აღქმა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებებში და რასთან ასოცირდება ის? რა დამოკიდებულება არსებობს დომინანტური საზოგადოების მხრიდან, როცა ჩვენ სამშობლოზე ვსაუბრობთ და რამდენად ხედავს სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებებს როგორც ამ ქვეყნის ბუნებრივ ნაწილს? – ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემა „ფოკუსის“ სტუმრები არიან:

    ზაზა მიქელაძე – „სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებელი და ქართველ მუსლიმთა წარმომადგენელი;

    ჰარუტინ მალხასიანი – ჯავახეთის სათემო ორგანიზაციის წევრი;

    სამირა ბაირამოვა – საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი;

    პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი;

    გადაცემის წამყვანია რამზან გორგიშვილი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]