• weather cur horoscope

    ფოკუსი – სკოლის მასწავლებელთა ვაქცინაცია

    პარასკევი, 13 აგვისტო 2021 13:26 view 805
    ფოკუსი – სკოლის მასწავლებელთა ვაქცინაცია

    ერთ თვეში ახალი სასწავლო წელი იწყება. იმ ფონზე, როცა უსაფრთხო სასკოლო გარემოს შესაქმნელად მასწავლებელთა აცრა მთავარი რეკომენდაციაა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების 726 თანამშრომლიდან 87-ია აცრილი. აქედან 70 მასწავლებელია.

    გადაცემა „ფოკუსის“ სტუმრები – დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური და ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობენ ვაქცინაციაზე, ასევე იმ გარემოებებზე, რაც ამ პროცესს აბრკოლებს.

    სკოლების თანმშრომელთა შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია ქვეყნის მასშტაბითაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 12 აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, იმუნიზაციის დაწყების შემდეგ ქვეყანაში სრული ვაქცინაცია (ორივე დოზით აცრა) სკოლის პერსონალიდან მხოლოდ 407-მა ადამიანმა ჩაიტარა, ხოლო ერთჯერადად აცრილია 1308 ადამიანი.

    მაშინ, როდესაც პედაგოგებში ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი არ არის, ყოველდღიურად კორონავირუსის 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება, 50-მდე ადამიანი კი იღუპება, რთულია თქმა, როგორ დაიწყება ახალი სასწავლო წელი – საკლასო ოთახებში თუ დისტანციურად.

    „სახელმწიფომ მიიღო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, როცა ყველანაირი რეგულაცია მოხსნა. ამიტომ, შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლოვას ვაკისრებ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემი დამოკიდებულება ძალიან კატეგორიულია, რადგან მე არ ვემხრობიდი არც პირბადის ტარების რეგულაციის შემცირებას და მით უმეტეს, არც ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, არც იმას, რომ არსებულ რეგულაციებზე კონტროლი მოშლილია. რა იქნება შემოდგომაზე? – ამის პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ეჭვი მეპარება, ამ რიტმით და პანდემიის გავრცელების ინერციით, ამ ქვეყანაში სკოლის აღდგენა მოხერხდეს. ალბათ, შერეული, ჰიბრიდული მოდელით იქნება სწავლა“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

    სიახლეები

    სოსო გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს ახალ ბრალდებებს უყენებს, პანკისის სპეცოპერაციაზეც

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელიც ამჟამად…

    რუსეთმა ამერიკელი პატიმრების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა მოითხოვა - CNN

    რუსეთმა პატიმრობაში მყოფი ორი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის…

    რას ვაკეთებთ ჩვენ უკეთესი მომავლისთვის?!

    2022 წელს, კომპანია „ორიფლეიმი“ Financial Times-ის და Statista-ს მიერ დასახელდა…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]