შეზღუდვების შემსუბუქების, განსაკუთრებით საზღვრების გახსნის შემდეგ, საქართველოში ტურისტების ნაკადი გაიზარდა, თუმცა, ქვეყანაში იმაზე ბევრად ნაკლები ვიზიტორია, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე იყო. ლეილა აჭიშვილი, რომელიც სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმროს ფლობს, ამბობს, რომ მისი მოლოდინები არ გამართლდა და ტურისტები პრაქტიკულად არ ჰყავს, სოფელ დართლოში მცხოვრები თამარ იდოიძე კი ამბობს, რომ თუშეთში უკეთესი მდგომარეობაა და შეინიშნება უცხოელი ტურისტების მატება - ძირითადად გერმანიიდან და ისრაელიდან.
როგორ ჩაიარა წლევანდელმა ტურისტულმა სეზონმა თუშეთში, პანკისისა და ილტოს ხეობებში? რა გავლენა იქონია კოვიდ-პანდემიამ საოჯახო სასტუმროების ბიზნესზე? რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს, რაში ხედავენ გამოსავალს და რა მოლოდინები აქვთ მომავალ სეზონთან დაკავშირებით?