ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვარი გახსნა, აღდგა ფრენებიც, რამაც ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლა გაუმარტივა. ივლისიდან გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი, რაც მოგზაურებისთვის დამატებითი ბარიერი იყო. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ელოდნენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ტურისტების ნაკადს გაზრდიდა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა მოახდენდა იმ ტურისტული დაწესებულებების/ობიექტების საერთაშორისო პლატფორმებზე პოპულარიზაციას, რომელთა პერსონალი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებდა.
როგორია ტურიზმის სექტორში არსებული ვითარება? შეინიშნება თუ არა გამოცოცხლება და გამართლდა თუ არა ის მოლოდინები, რაც პანკისსა და თუშეთში არსებულ საოჯახო სასტუმროებს ჰქონდათ? რა სახის დახმარება სჭირდებათ ამ მცირე ბიზნესებს და რა გამოწვევები აქვთ მათ დღეს? როგორ აფასებს არსებულ ვითარებას USAID-ი, რომელმაც „ზრდა“ პროექტის ფარგლებში წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის?
გადაცემის სტუმრები არიან:
ლეილა აჭიშვილი – პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმროს მფლობელი;
თამრო იდოიძე – თუშეთის სოფელ დართლოში საოჯახო სასტუმრო „შუნის“ მფლობელი;
ქეთი ჭუმბურიძე – USAID-ის „ზრდა“ პროექტის ხელმძღვანელი;
გადაცემის წამყვანია რამზან გორგიშვილი.