კორნავირუსის პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორს მიაყენა. ტურიზმი კი იყო ის სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აცოცხლებდა. რამდენიმე დღის წინ, მთავრობამ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია პრიორიტეტად გამოაცხადა, რამაც გარკვეული იმედები გააჩინა.
ბოლო წლებში ტურიზმი პანკისის ხეობაში მრავალი ოჯახისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა, თუმცა, ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის შემდეგ არაერთი საოჯახო სასტუმრო დაიხურა და მათ მუშაობის განახლება ამ დრომდე ვერ შეძლეს. „პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნაზი დაქიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან ორჯერ მიღებული 300-300-ლარიანი დახმარება იმისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ასეთი სასტუმროების მფლობელებს საკუთარი ბიზნესი კოვიდ-რეგულაციებთან შესაბამისობაში მოეყვანათ.
რა მდგომარეობაშია ტურიზმის და სარესტორნო სექტორი თითქმის ერთწლიანი კოვიდ-შეზღუდვების შედეგად? როგორ აფასებენ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები მთავრობის და ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებებს? აქვს თუ არა რაიმე ეფექტი რეგულარული ფრენების აღდგენას რიგი აკრძალვების შენარჩუნების პირობებში?
„დღეს რისთვისაც პანკისში ტურისტები ჩამოდიან, ეს არის ბუნება, სუფთა ჰაერი და ადგილობრივი კულტურა. თუ ხეობაში ჰესების მშენებლობა განახლდა, ეს შეაფერხებს ტურიზმის განვითარებას და პერსპექტივა აღარ გვექნება. ოთხი-ხუთი ჰესით დამძიმებულ პატარა ხეობაში ტურიზმი ვეღარ განვითარდება“, - ნაზი დაქიშვილი, 32 წლის, ჯოყოლოს მკვიდრი.
„ზაქათი“ - ასე ჰქვია სასურსათო პაკეტების დარიგების პროგრამას პანკისის ხეობაში, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს უკვე დაეხმარნენ. საქველმოქმედო აქციას პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაცია (PVTDA) ახალი ზელანდიელი მეგობრების, მაიკ რომანსის და რეი კუკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
როგორ ჩაერთვნენ პანკისელი ქალები ტურისტულ ბიზნესში? რა მოთხოვნები და რეკომენდაციები აქვთ მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან? რა მოლოდინები აქვთ მათ პანკისის ხეობის გავლით თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის შესაძლო მშენებლობიდან? რას ურჩევენ ისინი სხვა ქალებს?
2015 წლის 22 ივლისს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით შემოღებულ იქნა ახალი რეგულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიმართულებით. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვან სიახლეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს.