ეძლევათ თუ არა საარჩევნო სუბიექტებს, როგორც პარტიებს, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა თანაბარ პირობებში; როგორი ვითარებაა ამ მიმართულებით მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატებთან მიმართებაში; ჰქონდა თუ არა ადგილი წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებს; როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ; საკმარისად ინფორმირებულია თუ არა ამომრჩეველი გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად; რა გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების მშვიდად ჩატარების შესაძლებლობაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბოლო დღეებში მომხდარი ფაქტები?
სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:
1. მარეხ მგალობლიშვილი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი;
2. ზურა მირზიკაშვილი – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კახეთის კოორდინატორი;