• სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: მთავარი თემა

    12 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, შუაღამით პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი სპეცრაზმმა საკუთარ საძინებელ ოთახში, დაკავებისას თავში სასიკვდილოდ დაჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს რეანიმაციაში გარდაიცვალა.

    კატეგორია მთავარი თემა

    30 აგვისტოს ჩანაწერი (2017 წ) - ლაფანყურის სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 5 წელი გავიდა. „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას გამოუძიებელს არ დატოვებდნენ და დამნაშავეებს დასჯიდნენ, საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ არის დასრულებული.

    კატეგორია მთავარი თემა

    5 აპრილის ჩანაწერი (2017 წ) – 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. მანამდე, 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტსაც.

    კატეგორია მთავარი თემა

    5 აპრილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდებიან.

    კატეგორია საზოგადოება

    29 მარტის ჩანაწერი (2017 წ) – რატომ არის ხელმიუწვდომელი წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლება; რა ნეგატიურ გავლენას ახდენს ეს ბავშვებზე; რას და როდის გეგმავს ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად; როგორ ახერხებენ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვები სასკოლო განათლების მიღებას; რა პირობებში უწევთ მათ ცხოვრება სკოლებთან არსებულ პანსიონებში; რა ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში და რა ზეგავლენას იქონიებს ის მთაში შემორჩენილ მოზარდებზე;

    კატეგორია მთავარი თემა

    22 მარტის ჩანაწერი (2017 წ) – მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც.

    კატეგორია მთავარი თემა

    15 თებერვლის ჩანაწერი (2016 წ) - საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ორი შვილის დედამ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 2014 წლის 18 სექტემბერს მოიკლა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. გამოძიებას არც გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზა ჩაუტარებია და არც თვითმხილველები დაუკითხავს.

    კატეგორია მთავარი თემა

    8 თებერვლის ჩანაწერი (2017 წ) - კახეთში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც სკოლამდელი განათლება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მუნიციპალიტეტები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ამ პრობლემის მოგვარებას, არადა სკოლამდელი განათლება იმ სოფლებში, საიადანაც ჩვენმა კორესპონდენტებმა სიუჟეტები მოამზადეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასკოლო ასაკის ბავშვები ქართულ ენაზეც კი ვერ საუბრობენ.

    კატეგორია მთავარი თემა

    2 დეკემბრის ჩანაწერი (2016) გადაცემის თემაა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია. ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა ცოტა ხნის წინ გამოვლინდა საქართველოში, კერძოდ კი ყვარლის რაიონის სამ სოფელში, სადაც ეთნიკური ავარები ცხოვრობენ.

    კატეგორია მთავარი თემა

    23 ნოემბრის ჩანაწერი (2016) რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოსთვის; რა ფაქტორები უწყობს ხელს დაეშის იდეოლოგიის მხარდამჭერთა გააქტიურებას საქართველოში; როგორ ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირება და გადინება სირიაში; ამ მიმართულებით რა არის პანკისის ხეობის გამოწვევები; როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ხეობის მიმართ და რა რეკომენდაციებს აძლევს არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას.

    კატეგორია მთავარი თემა
    გვერდი 1 - 2 დან

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]