რატომ ითხოვს ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის იმპიჩმენტს? რა პრეტენზიებია ახმეტის საკრებულოს უმრავლესობასთან? რატომ იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და შესაბამისად სახელფასო ხარჯიც არაკომერციულ იურიდიულ პირებში, მაშინ როცა მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების პოლიტიკაზე აპელირებს? რატომ განსაზღვრა საკრებულომ ახმეტაში მეტროს სადგურების სახელდების წესი?
სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:
პირველ ბლოკში
ზურაბ მურთაზაშვილი – ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმდჯომარე;
შაქრო ტერტერაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
მეორე ბლოკში:
ირაკლი უჯირაული – ახმეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარე;
გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის საჯარო მმართველობის მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელი;