28 სექტემბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემის თემაა წინასაარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა, პრობლემები, აქტივობები, შესაძლებლობები და რეკომენდაციები.
14 სექტემბრის ჩანაწერი (2016 წ) – პანკისის სათემო რადიომ წინასაარჩევნო დებატები გამართა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ახმეტის საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები მოიწვია.
საარჩევნო ბლოკმა „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ახმეტა-თელავის №28 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ლევან ბუთხუზაშვილი წარადგინა.
8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის პაატა ბურჭულაძემ საარჩევნო ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ახმეტის 28-ე საარჩევნო ოლქში ზურაბ ნაცარაშვილი წარადგინა.
საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ ახმეტა-თელავის №28 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად მწერალი და პოეტი ერეკლე საღლიანი წარადგინა.