• ჩემი უფლებები – შრომითი ხელშეკრულების დადების და შეწყვეტის წესი

    სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 18:52 view 5456
    ჩემი უფლებები – შრომითი ხელშეკრულების დადების და შეწყვეტის წესი

    13 დეკემბრის ჩანაწერი (2016 წ) – საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს შრომის თავისუფლებას და, შესაბამისად, ადგენს იძულებითი შრომის აკრძალვას (30-ე მუხლი). ყოველი მოქალაქე თვითონ უნდა წყვეტდეს იმუშაოს თუ არა, თავისუფლად აირჩიოს თუ სად, რომელ იურიდიულ სუბიექტთან გააფორმოს კონტრაქტი.შრომის თავისუფლება ასევე გულისხმობს პირის უფლებას, რომ ნებისმიერ დროს უარი თქვას სამუშაოზე. 

    პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა არ იციან, თუ რა უფლებები აქვთ შრომით ურთიერთობებში და რა ვალდებულებები ეკისრებათ. 2013 წლის 12 ივნისს საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 4 ივლისიდან ამოქმედდა, ახლებურად დარეგულირდა დასაქმებასთან, ანუ შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული მთელი რიგი არსებითი საკითხები: შრომის ხელშეკრულების დადების წესი, მისი ფორმა და შინაარსი, ასევე შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და პროცედურები.

    რა ნიშნავს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები? როგორი უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულების ფორმა და რა ვადით შეიძლება დაიდოს იგი? რა სპეციფიკა აქვს შრომითი ხელშეკრულების ფორმას და ვადას „დამწყებ საწარმოში“? რა შემთხვევებშია შესაძლებელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა? რას ითვალისწინებს კანონმდებლობა შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემთხვევაში?

    სტუდიაში კითხვებს პასუხობს:

    გელა შაშიაშვილი - იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]