• ჩემი უფლებები - რა უფლებები გვაქვს, თუ პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს

    სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 14:01 view 13164
    ჩემი უფლებები - რა უფლებები გვაქვს, თუ პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს

    1 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) - საქართველოს პოლიცია არის სამართალდამცავი დაწესებულება, რომლის უმთავრეს ფუნქციას საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს. ამ ფუნქციის შესასრულებლად პოლიცია ვალდებულია განახორციელოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე სამართალდარღვევებზე რეაგირება. იმავდროულად, პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიცვას კანონიერების, თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპები.

    უნდა გვახსოვდეს - პოლიციასთან ურთიერთობა შესაძლოა მოუხდეს ისეთ მოქალაქეს, რომელსაც რაიმე გადაცდომა არ ჩაუდენია. ამიტომაც საკუთარი უფლებების ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა ლეგიტიმური გზით შევძლოთ მათი დაცვა.

    რა სახის ღონისძიებებით უზრუნველყოფს პოლიცია მართლწესრიგის დაცვას; როგორი ფორმით შეიძლება მოგვიხდეს პოლიციასთან ურთიერთობა; რა არის სპეციალური საპოლიციო კონტროლი; რა სახის მოთხოვნებს უნდა ველოდოთ პოლიციისგან და როგორ დავიცვათ ამ დროს საკუთარი უფლებები; როგორ უნდა იქცეოდეს პოლიციელი მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს.

    სტუდიაში კითხვებს პასუხობს:

    გელა შაშიაშვილი - იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]