• ჩემი უფლებები - ბინის და სხვა საცხოვრებლის ხელშეუხებლობა

    სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 17:08 view 4709
    ჩემი უფლებები - ბინის და სხვა საცხოვრებლის ხელშეუხებლობა

    29 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) - საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით აღიარებულია, რომ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, მათ შორის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი ხელშეუხებელია. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა.

    ამ ძირითადი უფლების კონცეფცია სათავეს იღებს მე-18 საუკუნიდან. 1763 წელს ბრიტანეთის თემთა პალატაში გამოსვლისას ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ უილიამ პიტმა თქვა: „ღარიბთა შორის უღარიბესიც საკუთარ ქოხში უფლებამოსილია წინ აღუდგეს გვირგვინოსანთა ძალას და მთელს სამეფო არმიას. თვით ინგლისის მეფესაც არა აქვს უფლება გადააბიჯოს დანგრეული ქოხის ზღურბლსაც კი“.

    საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით აღიარებულ ძირითად უფლებებს განამტკიცებს არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, - გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წ.), გაეროს პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966 წ.) და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (1950 წ.).

    საქართველოში ამ უფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი განმტკიცება გაცილებით ადრე - 1921 წლის კონსტიტუციით მოხდა. აღსანიშნავია, რომ იგივე უფლებას ფორმალურად ითვალისწინებდა საბჭოთა საქართველოს 1937 და 1978 წლის კონსტიტუციებიც.

    რას ნიშნავს საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობა; რამდენად არის დასაშვები ამ უფლების შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან; ვის შეუძლია კერძო ბინაში შესვლა ჩხრეკისა თუ სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად და რა ლეგიტიმური საფუძვლებია საჭირო ამისთვის; რა უნდა ვიცოდეთ, რომ დავიცვათ ჩვენი საცხოვრებლის შეუვალობა; რა სასჯელს ითვალისწინებს კანონი საცხოვრებელი ადგილის უკანონო ხელყოფის შემთხვევაში.


    სტუდიაში კითხვებს პასუხობს:

    გელა შაშიაშვილი - იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

     

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]