• ჩემი უფლებები - პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და შეღავათები

    კვირა, 29 იანვარი 2017 10:56 view 4752
    ჩემი უფლებები - პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და შეღავათები

    28 იანვრის ჩანაწერი (2017 წ) - რეპრესირებულმა პირებმა ან მათი პირველი რიგის მემკვიდრეებმა ფულადი კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მიმართონ.

    ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს (მეუღლე, შვილი, მშობელი).

    რომელ პერიოდზე ვრცელდება „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონის მოქმედება და რას ნიშნავს „პოლიტიკური რეპრესია“? ვინ მიიჩნევა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად? როგორი წესით ხდება რეპრესიის მსხვერპლად აღიარება? რა შემთხვევაში ეძლევა რეაბილიტირებულ პირს ფულადი კომპენსაცია და როგორი წესით? რა სახის სოციალური შეღავათები ვრცელდება რეპრესირებულებზე და მათ მემკვიდრეებზე?

    სტუდიაში კითხვებს პასუხობს:
    გელა შაშიაშვილი - იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]